რაული: „დიდი იმედი მაქვს, რომ ის „რეალში“ ითამაშებს“
მიმდინარე სეზონში რაულ გონსალესის დარიგებული „რეალ მადრიდ კასტილია“ შესანიშნავად გამოიყურება. „ელ კაპიტანოს“ მიზანია გუნდი ესპანეთის სეგუნდა (რანგით მეორე) დივიზიონში დააწინაუროს.
როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ, ახალგაზრდა მადრიდელების წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სერხიო არიბასს. 21 წლის ფეხბურთელი ამ მომენტისათვის 7 გოლსა და 3 ასისტს მოითვლის. განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ, მას არა ერთი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა მოთამაშე „ბლანკოსის“ სარეზერვო გუნდში დარჩა, რომელსაც ახალ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება.
რაულის განცხადებით, არიბასს, არსებული პროგრესიდან გამომდინარე, მაისში უფრო მეტი მსურველი ეყოლება: „ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც დავიდესთან ასევე კარლოსთან, ვარჯიშებსა და თამაშებთან დაკავშირებით. მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, გუნდს საკმაოდ ბევრი მატჩის გამართვა მოუწევს შემჭიდროვებულ ვადებში. ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეებს ექნებათ შანსი ისეთ ტურნირზე, როგორიცაა „კოპა დელ რეი.“ ვიმედოვნებ, არიბასი „რეალის“ პირველ შემადგენლობაში დამკვიდრდება. სერხიო სწორ გზაზე დგას, შესაბამისად, სეზონის დასრულებისთანავე მომავალთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.“
სერხიო არიბასს „თეთრების“ რიგებში დებიუტის საშუალება ჯერ კიდევ ზინედინ ზიდანმა მისცა. კარლო ანჩელოტი კი, მას, ფაქტობრივად, არ სწყალობს.
- 21 ნოემბერი 2022
- 5 372
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.