ბენზემამ მუნდიალის ფურცელი უკვე ჩაკეცა
რამდენიმე თვის წინ კარიმ ბენზემა უბედნიერესი ადამიანი იყო, ვინაიდან „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდა, ახლა კი, მის სახეზე სევდაა, რომელიც მუნდიალის გამოტოვებამ გამოიწვია.
როგორც უკვე იცით, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრების ვარჯიშზე მიღებული ტრავმიდან მეორე დღეს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დოჰა დატოვა და მადრიდში დაბრუნდა.
„მარკას“ ინფორმაციით, უკვე დღეს დილით ბენზემა „ვალდებებასის“ ბაზაზე გამოცხადდა და სამედიცინო შტაბთან ერთად სარეაბილიტაციო კურსს შეუდგა. მას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება დაზიანების მოსაშუშებლად. კარიმის მიზანია, რომ პრიმერა დივიზიონის განახლებას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
„რეალს“ უახლოესი შეხვედრა ჩატარება 30/31 დეკემბერს მოუწევს „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ.
- 21 ნოემბერი 2022
- 501
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.