„კასტილიას“ ზედიზედ მე-4 გამარჯვება და არიბასის ბენეფისი [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად, ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში (Primera RFEF Group 1) მე-12 ტურის მატჩები გაიმართა.

რაულის შეგირდებმა „ალფრედო დი სტეფანოზე“ „სან ფერნანდოს“ უმასპინძლეს და მიჯრით მეოთხე გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში. არიბასის დუბლის წყალობით, „კასტილიამ“ 2-0 დააფიქსირა ტაბლოზე. აღსანიშნავია, რომ სერხიომ 2 წუთში მოახერხა მოწინააღმდეგის თამაშიდან გამოთიშვა. მისი მეორე შედეგიანი დარტყმა განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა. ახალგაზრდა მოთამაშე უკვე 7 გოლით იწონებს (პლიუს 3 ასისტი) თავს მიმდინარე სეზონში, რაც საუკეთესო შედეგია როგორც კლუბში, ასევე ჩემპიონატში.

ამრიგად, მადრიდელები უკვე 24 ქულას მოითვლიან და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე არიან გამაგრებულნი. ისინი ლიდერ „კორდობას“ 5 ქულით ჩამორჩებიან.

„კასტილიას“ შემადგენლობა „სან ფერნანდოს“ წინააღმდეგ: კარილიო, რაფა მარინი, მარველი, ობრადორი (ა.ხიმენესი, 75'); ალვარო მ. (ტეო, 75'), მარიო დარტინი, დოკტორი; პეტერი (ედგარი, 85'), ალვარო (არანდა, 87') და არიბასი.
გოლები: 1-0, 2-0 არიბასი [42,' 45']



1

22 ნოემბერი 2022 00:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 828
ძალიან კარგია კასტილიაზე ზოგადად ასაკობრივ გუნდებზეც თუ დაწერთ, საინტერესოდ გამოდიან თავიანთ ჩემპიონატებში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (169)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)