ბელინგემის ფასი საგრძნობლად გაიზარდა
მსოფლიოს ჩემპიონატზე 19 წლის ფეხბურთელის თამაშს ათობის გუნდის სკაუტი დააკვირდება და მათ შორის „რეალის.“
CIES-ის (ფეხბურთის ობსერვატორია) მონაცემებით, ჯუდ ბელინგემი მიმდინარე მუნდიალის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. კომპანიის გამოთვლით, არსებული მომენტისათვის ინგლისელის სატრანსფერი ღირებულება 202 მლნ. ევროს შეადგენს.
სამეფო კლუბში დიდ ინტერესს გამოხატავენ დორტმუნდელის მიმართ. ბოლო წლების პოლიტიკის თანახად, მადრიდელები ხელიდან არ უშვებენ პერსპექტიულ შუახაზელებს (კამავინგასა და ჩუამენის მაგალითი) და ამ შემთხვევაშიც ბოლომდე აპირებენ ბრძოლას.
ბელინგამი არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა, მაგრამ ტრანსფერისათვის დამარბკოლებელი ფაქტორი არც ეს იქნება, ვინაიდან ვინისიუსმა, როდრიგომ და მილიტაომ უკვე მიიღეს ესპანეთის პასპორტი და აქედან გამომდინარე, პირველ შემადგენლობაში შესაბმისი კვოტა გამოთავისუფლდა.
მიმდინარე სეზონში, მიუხედავად სათამაშო პოზიციისა, ჯუდი უკვე 9 გოლს მოითვლის. მისი სტატისტიკა, სხვადასხვა კომპონენტში (მოგებული დუელები, ბურთის ართმევა და ა.შ.), საუკეთესოა ბუნდეს ლიგის მასშტაბით.
შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „ბორუსიას“ 2022 წელს შეუერთდა „ბირმინგემიდან,“ 25 მლნ. ევროს სანაცვლოდ. ის მიმდინარე ფორმაციის ინგლისის შემადგენლობაში ერთადერთი წევრია, რომელიც პრემიერ ლიგაში არ ასპარეზობს.
- 21 ნოემბერი 2022
- 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.