მაკელელემ გაამხილა: „ამიტომ წამოვედი „რეალიდან““

მიუხედავად იმისა, რომ კლოდ მაკელელე მხოლოდ 3 სეზონის განმავლობაში იცავდა „რეალის“ ღირსებას, საკმაოდ დიდი სიმპათიები დატოვა მადრიდისტებში. ფრანმა ნახევარმცველმა გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა გამოცემა AS-თან.

- ხომ არ ნანობთ მადრიდიდან წასვლას?
- ყოველთვის! არ მინდოდა „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვება.

- და მაშინ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება?
- იმიტომ რომ, მამამ მირჩია ასე მოვქცეულიყავი.

- იქნებ, დეტალები გვიამბოთ...
- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა რომ ვუფიქრდები, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ცხადია, მე მიყვარდა მადრიდი, იქ ჩემი გული იყო. მამამ კი მითხრა - „კლოდ, თუ ერთხელ მაინც ადამიანმა ან კლუბმა შენს მიმართ გამოავლინა უპატივცემულობა, იცოდე, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება ეს. უკეთესი იქნება, ტრანსფერზე დაგაყენონ და მშვიდად წახვიდე.“ მას მეტად სჯეროდა ჩემი ფეხბურთის.

- საქმე ეხებოდა ფულს?
- არა, არა... საკითხი ეხებოდა დაფასებას. არაფერში მჭირდებოდა ფული. რაღაც მომენტში კლუბის პოზიცია იყო შემდეგი - „ჩვენ ვაპირებთ ჰონორარი გაგიზარდოთ.“ თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, უარი გამომიცხადეს და დევიდ ბექჰემი შეიძინეს.

- „რეალს“ არ უცდია თქვენი შენარჩუნება?
- დიახ, მაგრამ მამა მომკლავდა, ფარ-ხმალი რომ დამეყარა. ვალდანო მეუბნებოდა, რომ კარგი ვიყავი, მაგრამ მშობელს რატომ ვუსმენდი. მე კი ვპასუხობდი, რომ ასე ვიყავი აღზრდილი და მამის სიტყვა ჩემთვის კანონი იყო.


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (20)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)