ლაპორტა და პერესი „ბაიერნის“ ფეხბურთელს უმიზნებენ
მომდევნო ზაფხულს კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შესაძლოა საერთო სატრანსფერო ინტერესი ჰქონდეთ...
როგორც ჩავი, ასევე კარლო ანჩელოტი მარჯვენა მცველს ეძებენ. მიუნხენელი ბენჯამინ პავარი კი ორივე გუნდის რადარზეა.
ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად დიდიე დეშამის განკარგულებაშია, „ბაიერნთან“ კონტრაქტს 2024 წლის 30 ივნისს ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ზაფხულს ან უნდა გაახანგრძლივოს, ანაც გაიყიდოს.
პავარის ფასი ამ ეტაპზე 30-35 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს, თუმცა საგულისხმოა, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან ერთად მისი ფასი ავტომატურად შემცირდება.
- 20 ნოემბერი 2022
- 865
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.