ვალდანო:„ბენზემას ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევა არ გაუჭირდება“
ხორხე ვალდანო კარიმ ბენზემას ტრავმას გამოეხმაურა...
„ეს არის დიდი ტკივილი, როგორც ბენზემასთვის, ასევე ყველა მადრიდისტასთვის, რომლებიც ყატარის მუნდიალს დიდი იმედით ელოდებოდნენ. კარიმს შესანიშნავი შანსი ჰქონდა იმისა, რომ ოქროს ბურთის მოგების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატიც მოეგო.“
„ვფიქრობ, ეს კვირები „9“-იანისთვის ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ ის წნეხის დაძლევას შეძლებს. ბენზემა პროფესიონალია და ცხოვრებაში არაერთიდაბრკოლება გადაულახავს.“
„ცხადია, მსგავსი მომენტები ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე მძიმედ მოქმედებს, მაგრამ ის აუცილებლად დაბრუნდება.“
- 20 ნოემბერი 2022
- 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.