ლუის ენრიკემ ასენსიო შეაქო
მარკო ასენსიო „ფურია როხას“ ბანაკში იმყოფება. მან იორდანიასთან ამხანაგური შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.
მალიორკელი შემტევის ასპარეზობით მეტად მოხიბლულია მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე: „მარკო საუკეთესო იყო განვლილ მატჩში. მან „ცხრიანის“ პოზიციაზე ითამაშა და ძალიან კარგად გაართვა თავი. მისი ხარისხის მოთამაშეს ნებისმიერი ამპლუის მორგება ძალუძს.“
ესპანეთში მიიჩნევენ, რომ მომავალი მუნდიალი გადამწყვეტი გამოდგება ასენსიოს კარიერისათვის. როგორც იცით, მარკოს 2023 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი კონტრაქტი სამეფო კლუბთან და ამ მომენტისათვის განახლებასთან დაკავშირებით სიახლე არ არის. მას იანვრიდან აქვს უფლება ნებისმიერ გუნდთან აწარმოოს მოლაპარაკებები.
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ბურთაობის შემთხვევაში, ასენსიო საინტერესო შეთავაზებას მიიღებს სხვა კლუბებისგან, ან სასურველ შეთანხმებას მიაღწევს „რეალთან.“
- 20 ნოემბერი 2022
- 498
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.