მსოფლიოს ჩემპიონატი - ვისზე ინადირებს „რეალი?“
20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით მსოფლიოს ყურადღება ყატარისკენ იქნება მიმართული, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ფორუმი გაიმართება.
ცხადია, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებიდანაც აქტიურად დააკვირდებიან მუნდიალის დაპირისპირებებს და ამის მიზეზი მხოლოდ ტურნირზე „რეალის“ 13 ფეხბურთელის მონაწილეობა არ იქნება. მადრიდელები ახალი ტალანტების აღმოჩენისთვის ემზადებიან. არსებული მომენტისათვის, კლუბის მიზანია „ცხრიანის“ პოვნა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კარიმ ბენზემას ჩაანაცვლებს, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში, 34 წლის ფორვარდს ბევრი უცდება. მიმდინარე სეზონში „ოქროს ბურთის“ მფლობელმა მატჩების 53 პროცენტში იასპარეზა და 934 წუთის განმავლობაში 6 გოლს მოითვლის. რაც შეეხება მეორე ფორვარდ მარიანო დიასს, მას, ფაქტობრივად, არ აქვს ანჩელოტის ნდობა.
„ბლანკოსში“ აპრობირებულია მუნდიალზე მოკაშკაშე ფეხბურთელის გადაბირება. 2002 წლიდან მოყოლებული, „რეალმა“ 326 მილიონი ევრო დახარჯა მსოფლიოს ჩემპიონატის ვარსკვალების ტრანსფერებისათვის:
2002 წ. - რონალდო (ინტერიდან) - 45 მლნ.
2006 წ. - კანავარო (იუვენტუსიდან) - 7 მლნ.
2010 წ. - დი მარია (ბენფიკადან) - 33 მლნ.
2010 წ. - იოზილი (შალკედან) - 18 მლნ.
2010 წ. - ხედირა (შტუტგარტიდან) - 14 მლნ.
2014 წ. - ხამეს როდრიგესი (მონაკოდან) - 75 მლნ.
2014 წ. - კროოსი (ბაიერნიდან) - 25 მლნ.
2014 წ. - კეილორ ნავასი (ლევანტედან) - 10 მლნ.
2018 წ. - კურტუა (ჩელსიდან) - 35 მლნ.
2018 წ. - აზარი (ჩელსიდან) - 100 მლნ.
საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი...
- 19 ნოემბერი 2022
- 779
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.