ბენზემა უნიკალური მიღწევის ზღვარზე
34 წლის კარიმ ბენზემა საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო მომენტს გადის.
2022 წელი ფრანგი ვარსკვლავისათვის უდავოდ განსაკუთრებულია. მან კლუბთან ერთად 4 ტიტულის (ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთისა და ევროპის სუპერ თასები) დაბევება მოახერხა. ამასთანავე, არავის დაუთმო ბომბარდირის წოდება ლა ლიგისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასშტაბით. 17 ოქტომბერს კი, ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ თავდამსხმელს „ოქროს ბურთი“ გადასცა.
არსებული მომენტისათვის, ბენზემა მეტად უნიკალური მიღწევის წინაშე დგას. მას შანსი აქვს ისტორიაში გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 1 კალდენარული წლის განმავლობაში მოგებული ექნება ჩემპიონთა ლიგა, „ოქროს ბურთი“ და მსოფლიოს ჩემპიონატი.
„რეალის“ ფორვარდმა პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში დაახლოებით 18 წლის წინ გადადგა. მას შემდეგ კარიმმა 800-მდე პაექრობა საკლუბო დონეზე გამართა, ხოლო 97 სანაკრებოზე. ბოლო ციფრები გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ვალბუენას ცნობილი საქმე. ის „მამლების“ რიგებს 2021 წლის ივნისში დაუბრუნდა.
- 19 ნოემბერი 2022
- 869
- 5