მაკელელემ ჩუამენი შეაფასა
სამეფო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა (2000-2003 წლებში) კლოდ მაკელელემ, რომელიც ახლა „ჩელსის“ აკადემიაში მუშაობს, As-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოურელინ ჩუამენზე ისაუბრა.
„სანამ ჩუამენი სამეფო კლუბის ფეხბურთელი გახდებოდა, ჩემსა და ფლორენტინოს შორის საუბარი შედგა. იმ მომენტისათვის „ჩელსიც“ დაინტერესებული იყო ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერით, მაგრამ როდესაც „რეალი“ გიხმობს, უნდა წახვიდე.“
„ოურელინი საკმაოდ კარგი მოთამაშეა. ის საიმედოდ მოქმედებს მოედნის ცენტრა და შეტევაში. სამეფო კლუბის მოდრიჩის დარი ხასიათი უნდა გამოავლინო. მას აქვს დრო, რათა თანაგუნდელებისგან მიიღოს ცოდნა. მთავარია მოსმენა და სწავლა.“
„ფრანგს შეუძლია ისეთივე ლიდერად ჩამოყალიბდეს, როგორებიც იერო და რაული იყვნენ. ასეთ შემთხვევაში კი სამუდამოდ დაიდებს ბინას კლუბის ისტორიაში. ანჩელოტი და თანაგუნდელები მას ადაპტაციის გავლაში დიდი დახმარებას უწევენ.“
„ცხადია, კაზემიროს წასვლა ჩუამენის პროგრესს დააჩქარებს.“
- 19 ნოემბერი 2022
- 731
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.