ვინისიუსიც თამაშგარეში რჩება?
ბრაზილიის ნაკრები ერთ-ერთი ბოლო იქნება, ვინც ყატარში ჩაფრინდება. ისინი პირველ დაპირისპირებას 24 ნოემბერს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავენ.
როგორც პრესა იტყობინება, მუნდიალისათვის მზადების პროცესში, „სელესაოს“ დამრიგებელი ტიტე 2 ტაქტიკას ამუშავებს. პირველ შემთხვევაში სამხრეთ ამერიკელებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ შეტევით ნაწილში, ხოლო მეორე კი შედარებით დაცვითი სტილით გამოირჩევა, რაც სასტარტო შემადგენლობაში გამორიცხავს ვინისიუს ჯუნიორის მონაწილეობას.
არსებული მომენტისათვის უცნობია, რომელ ვარიანტს აირჩევს მთავარი მწვრთნელი ჯგუფური ეტაპის საწყისი პაექრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ფეხბურთელი ამჟამინდელი ფორმაციის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოა, შესაძლებელია, თამაშგარეში დარჩეს.
- 19 ნოემბერი 2022
- 1 264
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.