აზარის ფოტომ ბელგიელები გააღიზიანა
როგორც იცით, ბელგიის ეროვნული ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში ეგვიპტეს დაუპირისპირდა. მარტინესის შეგირდებმა შეხვედრა 1-2 დათმეს.
ედენ აზარმა აფრიკელების წინააღმდეგ 70 წუთი გაატარა მოედანზე. მის ფოტოს, რომელიც ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ „თვითერზე“ აიტვირთა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა გულშემატკივრებში. შეიძლება ქომაგების აღშოთება ცუდ რაკურსს დავაბრალოთ, თუმცა აშკარაა, რომ „რეალის“ შემტევს კვლავ ზედმეტი კოლოგრამები აქვს აკრეფილი.
„ეს რა არის? ასე როგორ უნდა გამოიყურებოდეს პროფესიონალი ფეხბურთელი? სასრწფაოდ გაიყვანეთ მოედნიდან“ - მსგავსი კომენტარებით გამოირჩეოდნენ ფეხბურთის მოყვარულები.
- 19 ნოემბერი 2022
- 1 233
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.