ლოს ანჯელეს "გალაქსი" - "რეალ" მადრიდი
თეთრები წინასასეზონო ეტაპს ამერიკის შეერთებულ შტატებში, "როუზ ბოულზე" მატჩით დაასრულებენ
მაურინიოს პირველმა მატჩმა როგორც "რეალ" მადრიდის თავი, წაბორძიკების გარეშე ჩაიარა და თეთრებმა კლუბი "ამერიკა" 2-3 დაამარცხეს. თეთრებმა იცოდნენ როგორ გამოსულიყვნენ ანგარიშის ზეწოლიდან და გუნდმა გამოავლინა ყველაფერი რაც პორტუგალიელმა მწვრთნელმა ასწავლა მათ ვარჯიშების დროს. შაბათს ლოს ანჯელეს "გალაქსის" წინააღმდეგ მაურინიო ელოდება, რომ მისი მოთამაშეები უფრო მეტი პროგრესით დაბრუნდებიან სახლში.
მაურინიო არ არის დარწმუნებული ათამაშებს თუ არა შაბათს, სავარჯიშო ბანაკში ახალ ჩამოსულებს (კასილასი, ვან დერ ვაარტი, ალბიოლი, არბელოა, რამოსი, ალონსო და ხედირა). "იგივე სისტემით ვითამაშებთ, რომელიც გამოვიყენეთ "ამერიკის" წინააღმდეგ. სისტემას ჭირდება ბევრი მუშაობა, ძალისხმევა და ინტელექტი. არ ვიცი გაუძლებენ თუ არა ამდენს ახალჩამოსულები, ასე რომ ვნახავთ ითამაშებენ თუ არა მეორე ნახევარს "გალაქსისთან," თქვა მადრიდისტების უფროსმა.
"რეალ მადრიდ მანია" ლოს ანჯელესშია და "როუზ ბოულზე" დიდ ანშლაგს ელოდებიან. მაურინიომ იცის, რომ მისი ფეხბურთელებისთვის წინასეზონი ძალიან მძიმე გამოდგა და მათ ფეხები დაქანცული აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეები შეიძლება არ არიან სათამაშოდ საუკეთესო ფორმაში, მაურინიო დარწმუნებულია წინასასეზონო მატჩები არის ყველაზე ძლიერი ვარჯიშები მისი გუნდისთვის. "ამ მატჩების თამაში გვაძლევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გავლენას, რომლებიც ძირითადი პრინციპებია წინასეზონის დროს. ჩვენ დავინახავთ მნიშვნელოვან რაღაცეებს "გალაქსის" წინააღმდეგ მატჩის დროს," დაამატა მაურინიომ.
მეგობრული თამაში დაასრულებს "რეალის" 11-დღიან ყოფნას ლოს ანჯელესში და გუნდი, რადგანაც გუნდს მატჩის დამთავრებისთანავე აქვს დაგეგმილი ესპანეთში გაფრენა.
წყარო: realmadrid.com
- 7 აგვისტო 2010
- 2 512
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.