მიულერი: „„რეალისგან“ უნდა ავიღოთ მაგალითი“
მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბუნდეს ნაკრებისა და „ბაიერნის“ ლიდერმა თომაშ მიულერმა საინტერესო კომენტარი გააკეთა, რომელიც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ჟურნალში მოხვდა.
„ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია და მათ შორის იყო კარლო ანჩელოტი. იტალიელ დამრიგებელს ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს დაფიქსირებული საერთაშორისო დონეზე. რა თქმა უნდა, მადრიდში ყოველთვის გეგმის მიხედვით არ ვითარდება მოვლენები, თუმცა ისინი არასდროს უშვებენ თავს და თავდაჯერებულობას ინარჩუნებენ. მთავარია იმის ცოდნა, როგორ გადალახო რთული ეტაპი. ანჩელოტი გვასწავლიდა ამას. ჩვენ კი „რეალისგან“ მაგალითის აღება გვმართებს.“
- 18 ნოემბერი 2022
- 1 221
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.