ბელგია ეგვიპტესთან დამარცხდა
რობერტო მარტინესის შეგირდებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო სატესტო მატჩი ჩაატარეს.
ბელგიის ეროვნული ნაკრები ეგვიპტეს დაუპირისპირდა. შეხვედრას, რომელსაც ქუვეითმა უმასპინძლა, აფრიკელების გამარჯვებით 1-2 დასრულდა.
მოედანზე საწყისი წუთებიდან ირჯებოდნენ ტიბო კურტუა და ედენ აზარი. მეკარემ შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო შემტევმა 70 წუთი გაატარა საქმეში.
„წითელი ეშმაკები“ მუნდიალის მიმდინარეობაში 23 ნოემბრიდან ჩაერთვებიან. ჯგუფურ ეტაპზე მათი პირველი მეტოქე კანადა იქნება.
- 18 ნოემბერი 2022
- 670
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.