ისტორია - ჩხუბი და დაძაბულობა „რეალში“

გამომდინარე იქედან, რომ საკლუბო ფეხბურთი გარკვეული პერიოდით (მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) დაპაუზებულია, პერიოდულად ვეცდებით, სამეფო კლუბის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბოთ.

ბოლო წლების განმავლობაში სამეფო კლუბის გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს, რაც როგორც ფეხბურთელების, ასევე მწვრთნელების დამსახურებაცაა, თუმცა გუნდის წარსულს ახსოვს რამდენიმე ფაქტი, როდესაც საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა.

2006 წლის 1-ელ აგვისტოს, ფაბიო კაპელო ამაღლებულ განწყობაზე იყო, ვინაიდან მისმა შეგირდებმა საკმაოდ წარმატებული დილის ვარჯიში ჩაატარეს ირდინგში (პატარა ქალაქი ავსტრიაში). იტალიელი დამრიგებელი იმდენად კმაყოფილიყო იყო ფეხბურთელებით, რომ ყველას საჯაროდ გადაუხადა მადლობა. მაგრამ შუადღის შემდეგ გუნდში ვითარება მეტისმეტად დაიძაბა.

სადილისა და დასვენების შემდეგ, მოთამაშეები კვლავ მოედანს დაუბრუნდნენ. გუნდი რიგით მე-4 ამხანაგური პაექრობისთვის ემზადებოდა, სავარჯიშოების ინტენსივობა საკმაოდ მაღალი იყო. ტომას გრავესენი, რომელსაც არ უყვარდა წესების დაცვა, თავის სტილში, ვარჯიშისადმი შეუფერებელი აქტივობით გამოირჩეოდა. კაპელომ დანიელი რამდენჯერმე გააფრთხილა, თუმცა მოგვიანებით, რობინიომ ვეღარ მოითმინა თანაგუნდელის აგრესია და საბოლოოდ, მათ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ფაბიო მყისვე გარიყა ორივე სესიიდან და ნახევარმცველთან დაკავშირებით მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია - „ის უბრალოდ არანორმალურია.“ მაშინდელი სპორტული დირექტორი პრედრად მიატოვიჩი კი, ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებდა.

„რეალის“ იმ დროინდელი მოთამაშეები ჰყვებიან, ხშირად, საერთო შეკრებების დროს, გრავესენს დანა ეჭირა ხელში და თანაგუნდელების პროვოცირებას ცდილობდა. ის მათ სუსტებსა და ფაქიზებს უწოდებდა.

აღნიშნული საზაფხულო შეკრება ტომასისათვის ბოლო გამოდგა „ბლანკოსის“ რიგებში. ეს უკანასკნელი 30 აგვისტოს „სელტიკში“ გადაბარგდა და გასახდელმაც ამოისუნქთა.

- 1999 წლის მარტში, „რეალსა“ და კიევის „დინამოს“ შორის გამართული მატჩის დროს, ფერნანდო იერომ და კლარენს ზეედორფმა მოედანზევე იკამათეს. აღნიშნულის მიზეზი საჯარიმო დარტყმის შესრულება გახდა. ჰოლანდიელმა ესპანელის თხოვნა ყურად არ იგდო და ბურთი თავად გაისროლა კარისკენ. ამ ფაქტმა მცველი საკმაოდ აღაშფოთა და მან მეტად ხისტად მოკიდა ხელი თანაგუნდელს, თუმცა ამით ეპიზოდი არ დასრულებულა. ნამატჩევს კონფლიქტი გაგრძელდა და რომ არა რაული და სხვა ფეხბურთელები, გაცილებით სავალალო შედეგი დადგებოდა.

- 1999 წელს, საკონტინენტთაშორისო თასის მოგების შემდეგ, ჟურნალისტები იგივე ზეედორფისა და ივან კამპოს შორის ჩოჩქოლის მომსწრენი გახდნენ. მოთამაშეების გაშველებას იარნი ცდილობდა, თუმცა, როგორც იწერება, ესპანელმა მაინც შეძლო მუშტის მორტყმა კლარენსისთვის.

- 2011 წლის იანვარში, „კოპა დელ რეის“ ნახევარფინალის წინ გამართულ ვარჯიშზე, ფერნანდო გაგომ უხეშად ითამაშა პედრო ლეონის წინააღმდეგ, თუმცა რამდენიმი წუთის დაყოვნებით, მან ხურდა დაუბრუნა არგენტინელს. დაძაბულომა იმდენად დიდი იყო, რომ გასახდელშიც კი გაგრძელდა. შედეგად, ჟოზე მოურინიომ არცერთი შეიყვანა მომდევნო შერკინების განაცხადში. ორივემ აღნიშნული სეზონის ბოლოს დატოვა კლუბი.

გთხოთ, დააფიქსიროთ აზრი, რამდენად მოგწონთ ჩვენი ახალი წამოწყება და საინტერესოა თუ არა?


1

19 ნოემბერი 2022 22:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 47
საინტერესოა. ცოტა გამოცოცხლა საიტი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)