ვინისიუსი: „ეს სწორედ ბენზემამ მითხრა“
ვინისიუს ჯუნიორმა Reuters-თან ისაუბრა.
„ზოგადად რაც ხდება მოედანზე, იქვე რჩება, თუმცა გარკვეული პროცესები შორს წავიდა.“
„ბოლო მატჩების განმავლობაში მე და როდრიგომ დიდი ტანჯვა გამოვიარეთ. მეტოქე გუნდების ფეხბურთელები საკმაოდ აგრესიულად მოქმედებდნენ ჩვენს წინააღმდეგ და გვეშინოდა, რომ ეს ყოველივე მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების ფასად არ დაგვჯდომოდა.“
„როდესაც მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდები, მოწინააღმდეგე უფრო დიდი ძალებით გიტევს. საჭიროა ამას შევეგუოთ.“
„ბევრი ვისწავლე ნეიმარისგან, რომელიც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდა „ბარსელონაში“ ასპარეზობის დროს. ამასთანავე, კრიშტიანუც იგივეს განიცდიდი „რეალში.““
„სწორედ კარიმმა მომიწოდა სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. მისი თქმით, ასე იმიტომ ხდება, რომ მეტოქეს ეშინია ჩემი. ამიტომაც, როდესაც ბურთს ვიღებ და წინ გავბრივარ, ამას დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებ. მათ შეუძლიათ ზიანის მოყენება, მაგრამ ჩემთვის ეს გამოწვევაა.“
- 18 ნოემბერი 2022
- 1 285
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.