"ძლიერი გუნდი უნდა ვიყოთ"
რაულ ალბიოლი: "ყველა ახალი ფეხბურთელი, რომელიც შემოგვიერთდა გაშლილი ხელებით მივიღეთ.
რაულ ალბიოლი რამოდენიმე დღეა რაც გუნდის ბანაკს შეუერთდა ლოს ანჯელესში, მაგრამ მცველი უკვე ახლოს იცნობს მაურინიოს მძიმე სამუშაოებს. მას მერე რაც ამერიკის წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, იგი იმედოვნებს, რომ შაბათს ლოს ანჯელესის "გალაქსისთან" ცოტა ხანი მაინც ითამაშებს.
რა აზრის ხარ შენი თანაგუნდელების თამაშზე ამერიკის წინააღმდეგ?
ეს იყო ტიპიური წინასასეზონო მატჩი რიტმში ჩასადგომად. კარგი რაღაცეები დავინახე. გუნდი ძალიან ბევრს ვარჯიშობს.
როგორია მაურინიოს ვარჯიშები? რას ითხოვს ის შენგან?
ძალიან ძლიერი ვარჯიშებია და ყველა შეიცავს ბურთთან მუშაობას პატარა სივრცეში. ეს მართლა გვეხმარება, იმიტომ რომ მატჩების დროს მნიშვნელოვანია იცოდე როგორ უნდა პატარა სივრცეში ბურთთან მუშაობა. ნელ-ნელა ვუმჯობესდებით. პირადად ჩემთვის არაფერი უთხოვია განსხვავებული. მან მიგვიღო ჩვენ და ვარჯიშებიც დავიწყეთ. რთული სეზონი გველის და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვემზადოთ. ერთად უნდა ვიყოთ და ერთი მიმართულებით - ვიაროთ.
რას ფიქრობ გუნდზე?
დიდებული გუნდია. შარშანაც კარგი გუნდი იყო და ახლა უკეთესია ახალი მოთამაშეებით, რომლებიც მოვიდნენ. ყველა ახალი ფეხბურთელი გაშლილი ხელებით მივიღეთ, რადგან ვიცოდით, რომ თუ "რეალ" მადრიდმა იყიდა ისინი ესეიგი ნიჭიერები იყვნენ.
კანალესს ჰქონდა დებიუტი ამერიკის წინააღმდეგ და გოლის გატანაც შესძლო. რას ფიქრობ ამაზე?
კანალესი ძალიან ნიჭიერია. ის ახალგაზრდაა და ბევრს იწავლის მადრიდის "რეალში". კანალესი თავის ტალანტს აქ გამოავლენს.
ხედირა როგორ მოერგო გუნდს?
ძალიან კარგად. თავის თავზე ბევრს ხუმრობს, რადგან არ იცის ესპანური, მაგრამ ის ძალიან ბეჯითია. ვნახოთ თუ გაივლის ბოლომდე ადაპტაციას.
რა არის გუნდის მიზნები ამ სეზონში?
ნელ-ნელა უნდა გავაკეთოთ რაღაცეები; ყოველ მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ ტიტულებისთვს. ამას იმსახურებს გუნდი.
წყარო: realmadrid.com
- 7 აგვისტო 2010
- 1 560
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.