ბენიტესს მაიკონის გაყიდვა არ სურს
საპნის ოპერა მაიკონის ტრანსფერზე უსასრულო ჩანს.თუ მაიკონის აგენტმა, ანტონიო კალიენდომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ არსებობდა შანსი მაიკონის ”რეალში” გადასვლის, გუშინ ”ინტერის” თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ სურს მაიკონი მომავალ სეზონშიც ”ინტერის” შემადგენლობაში იხილოს.”მე მინდა მაიკონი მომავალ სეზონში ჩვენთან იყოს. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა” განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.ბენიტესი აპირებს ეს სიტყვები მასიმო მორატის უთხრას.
როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, ”ბლანკოსმა” ”ინტერს” მაიკონის ტრანსფერში 26მილ.ევრო შესთავაზა, მაგრამ ”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ”რეალი” უარით გაისტუმრა.
წყარო:as.com
- 7 აგვისტო 2010
- 1 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.