ჩუამენი: „„ბარსელონას“ ფეხბურთელზე ვერაფერს გეტყვით“

ოურელინ ჩუამენმა დოჰაში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ვფიქრობ, ერთა ლიგის მატჩებში საუკეთესოდ არ წარმომიჩენია შესაძლებლობები და ეს საპატიო მიზეზი მაშინაც კი არ არის, როდესაც ბევრი რამ გაქვს სასწავლი. ავსტრიელების წინააღმდეგ შთამბეჭდავად გავისარჯეთ, თუმცა დავმარცხდით დანიელებთან. წაგება ბევრ რამეში დაგვეხმარა.“

„ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამას წლების განმავლობაში ამტკიცებს. ყოველთვის დიდი პატივია მის გვერდით თამაში. კარიმი დიდებული მოთამაშეა, რომლის მისამართითაც ყოველთვის დიდი კრიტიკა ისმის, მაგრამ, დამერწმუნეთ, ეს ვერანაირ გავლენას ახდენს მასზე. ბოლო პერიოდში ის მოედანზე არ გამოდიოდა, ვინაიდან 100 პროცენტით მზად არ იყო.“

„ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც სამუანდიალედ ნაკრების განცხადში მოხვედრის ზარი მივიღე. პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი განსაკუთრებული იქნება ჩემთვის.“

„არგენტინა მესის მეთაურობით დიდებული გუნდია. ვნახოთ, რა მოხდება ჯგუფრი ეტაპის დაძლევის შემდეგ. ჯერ ეს ეტაპი გვაქვს გასავლელი.“

„ვინისიუსთან და როდრიგოსთან ბევრი ვისაუბრე მომავალ ტურნირთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ჩვენს შემადგენლობაში არა ერთი დანაკლისია. ფავორიტები? არგენტინა და ბრაზილია მაღალი დონის ნაკრებები არიან.“

„როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გამოდიხარ, ეს ნიშნავს რომ დიდ ცოდნას იღებ. ანჩელოტისა და თანაგუნდელების წყალობით მსუყე პროგრესი განვიცადე.“

„დემბელე? რთულია „ბარსელონას“ ფეხბურთელებზე საუბარი (იცინის). ის არის მოთამაშე, რომელიც ქმნის სხვაობას, როდესაც ახლოს არის კართან. მოხარულნი ვართ, რომ მსგავსი კვალიფიკაციის მქონე გვყავს გუნდში. იმედი მაქვს ჩემპიონატზე ამას დაამტკიცებს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)