როგორია ბენზემას მდგომარეობა?
საფრანგეთის ნაკრები უკვე ყატარში იმყოფება, სადაც პირველი სავარჯიშო სესია ჩაატარაა.
აღსანიშნავია, რომ კარიმ ბენზემამ ბურთით დაიწყო მუშაობა. მან საწყისი 15 წუთი თანაგუნდელებთან ერთად გაატარა, ხოლო შემდეგ კვლავ განმარტოვებით ასრულებდა სხვადასხვა სავარჯიშოებს.
„რეალის“ თავდამსხმელი „ალ-სადის“ სტადიონზე, სადაც უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ღიმილიანი სახით გამოვიდა. ბოლო დღეების განმავლობაში მისი პროგრესი თვალსაჩინოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენზემა ჯგუფური ეტაპის სადებიუტო პაექრობას (ავსტრალიასთან) ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.
- 17 ნოემბერი 2022
- 706
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.