Globe Soccer Awards 2022 - სანჩესი და კალაფატი საუკეთესოდ დაასახელეს!
დუბაიში გამართულ გალა ცერემონიაზე Globe Soccer-მა 2022 წლის საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორი და საუკეთესო სკაუტი დაასახელა.
პირველ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა „რეალის“ აღმასრულებელი დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი (იხ. მთავარი ფოტო). ამ უკანასკნელმა ჯილდოს მიღების შემდეგ დარბაზში დამსწრე საზოგადოებას მიმართა: „არ არსებობს საიდუმლო. მოთამაშეებისა და თანამშრომლობის ნაყოფიერი მუშაობას გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ბრწყინვალება. ბოლო 20 წლის განმავლობაში საზოგადოებამ მიაღწია ბევრ წინსვლას ტექნოლოგიაში, საფეხბურთო ინდუსტრიასა და უშუალოდ თამაშში. საჭიროა ცვლილებების მორგება და ამავდროულად კლუბის იდენტობისადმი ერთგულება. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ყოველდღე ვცდილობთ.
მეორე ნომინაციაში პირველობა არავის დაუთმო ჯუნი კალაფატმა, რომელიც „ბლანკოსში“ სკაუტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მის სახელს უკავშირდება არა ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის აღმოჩენა.
- 17 ნოემბერი 2022
- 449
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.