მწვრთნელი: „იქნება თუ არა ეს ბოლო მუნდიალი აზარისათვის?“
რობერტო მარტინესმა, რომელიც ბელგიის ეროვნულ ნაკრებს კარსმომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ამზადებს, ედენ აზარის შესახებ ისაუბრა.
- 2022 წლის მუნდიალი ბოლო იქნება აზარისათვის?
- ამას ვერავინ იტყვის, თუმცა როდესაც ფეხბურთელი 30 წლიან ნიშნულს გადასცდება, თითოეული ტურნირი უნდა დააფასოს, რომელზეც მონაწილეობას მიიღებს. არ ვიცი რას ფიქრობს ედენი, მაგრამ რამდენიმე მოთამაშემ უკვე აღნიშნა, რომ ყატარის შემდეგ სრულიად საკლუბო ცხოვრებაზე გადაერთვებიან. შესაბამისად, ჩვენც ამ განწყობით ვიასპარეზებთ, თითქოს ბოლო გათამაშება იყოს, რაც მაქსიმალური სიამოვნების შეგრძნებას მოგვცემს.
- ედენი თითქმის არ თამაშობს „რეალში“...
- მწირი სათამაშო დრო პრობლემა არის არა მხოლოდ ედენისათვის, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელისათვის. ჩვენ ვაფასებთ მის გამოცდილებასა და ხარისხს, ასევე როლს გასახდელში. მას ბევრი გაღება შეუძლია გუნდისათვის.
- შეიძლება თუ არა მისი კარიერის გაცოცხლება?
- აზარს უნდა მივცეთ საშუალება გამოავლინოს შესაძლებლობები და იასპარეზოს საკუთარი სიამოვნებისათვის. მადრიდში ტრავმიანობის, გუნდის პროგრესისა და ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენის გამო ხშირად არ ეძლევა შანსი, თუმცა ნაკრებში ასეთი პოტენციალის მქონე მოთამაშე მნიშვნელოვნად ითვლება.
- 17 ნოემბერი 2022
- 605
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.