მილიტაო რთულ სიტუაციაშია
ბრაზილიის ნაკრები მომავალი მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტია. ყატარში გასამართ ტურნირზე ტიტეს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ეყოლება.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული მომენტისათვის ედერ მილიტაო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, დიდი ალბათობით, მას სათადარიგო სკამიდან მოუწევს თანაგუნდელების თამაშისათვის ცქერა.
მთავარი მწვრთნელი მეკარის წინ ტიაგო სილვასა და მარკინიოსის ტანდემზე გააკეთებს არჩევანს, რომლებიც წლების განმავლობაში საკლუბო დონეზეც მეწყვილეები იყვნენ.
„რეალის“ ფეხბურთელი მარჯვენა მცველის ამპლუაშიც განიხილება. აღნიშნულ პოზიციაზე მან სექტემბერში, განას ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ფლანგზეც დიდი კონკურენციაა, დამრიგებელი უკეთესი შეტევითი პოტენციალის მცველზე ჩამოვა ფსონს, დანილოს ან დანი ალვეშის სახით.
მილიტაოს „სელესაოს“ რიგებში 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული. აქედან 17 შემთხვევაში ცენტრალური მცველი იყო, 2-ჯერ მარჯვნივ მოსინჯა ძალები, ერთხელაც კი მარცხნივ.
- 17 ნოემბერი 2022
- 1 071
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.