ისტორია - რატომ დაბლოკა კრუიფის ტრანსფერი ბერნაბეუმ?
გამომდინარე იქედან, რომ საკლუბო ფეხბურთი გარკვეული პერიოდით (მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) დაპაუზებულია, პერიოდულად ვეცდებით, სამეფო კლუბის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბოთ.
1973 წლის ზაფხულში, „რეალი“ და „ბარსელონა“ კრუიფის ტრანსფერისათვის იბრძოდნენ. იმ დროისათვის, საერთაშორისო კომპანია „ფილიპსს“ დიდი გავლენა ჰქონდა „აიაქსზე,“ სადაც ფეხბურთელი გამოდიოდი. პარალელურად კი, „ფილიპსი“ „ბლანკოსის“ საშინაო არენაზე თავისი პროდუქციის რეკლამირებით იყო დაკავებული. აქედან გამომდინარე, ჰოლანდიური ბრენდის ბოსები თვლიდნენ, რომ მათი იმიჯისთვის საკმაოდ სარფიანი იქნებოდა იოხანის გადასვლა მადრიდულ გრანდში.
ისინი აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ ბერნაბეუსთან, თუმცა პროცესი ჩიხში მას შემდეგ შევიდე, რაც დონ სანტიაგომ თავად კრუიფის სახელფასო მოთხოვნის შესახებ გაიგო. მოთამაშე მომავალ კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი წევრის სტატუსს ითხოვდა, რაზეც „რეალის“ პირველმა პირმა განაცხადა, რომ „დაუშვებელია.“ „ჩვენთან ვერცერთი ახალწვეული ვერ მიიღებს იმაზე მეტს, ვიდრე შემადგენლობის დამსახურებული ფეხბურთელი. თუ მას უნდა მაღალი ჰონორარი, ეს მოედანზე უნდა გამოიმუშავოს“ - ასეთი იყო ბერნაბეუს გზავნილი ჰოლანდიელის მისამართით.
აღნიშნულს შემდეგ კრუიფმა „ბარსელონას“ შეთავაზებას დათანხმდა და „ნოუ კამპზე“ გადაბარგდა. იქ ყოველთვიურად 10 ათასს დოლარს უხდიდნენ.
- 17 ნოემბერი 2022
- 965
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.