ბელინგემის ტრანსფერი - „რეალი“ სრულ მზადყოფნაშია
19 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იმყოფება და ყატარში ჩასატარებელი მუნდიალისთვის ემზადება.
მიმდინარე სეზონში ჯუდ ბელინგემი თვალნათლივ პროგრესს განიცდის და შესაბამისად, ევროპული გრანდები აქტიურად აკვირდებიან მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მოთამაშე მოლაპარაკებებს გამართავს „ბორუსიასთან“ და მათ სამომავლო გეგმების შესახებ შეატყობინებს, რაც, სავარაუდოდ, 2023 წლის ზაფხულში კლუბის დატოვებასთან იქნება დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ტურნირის დასრულებისთანავე სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება ფეხბურთელის სანაცვლოდ.
სამეფო კლუბში დიდი სიმპათიებით არიან განწყობილნი ბელინგემის მიმართ. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფიქრობენ, რომ ბრიტანელს, რომელიც 2020 წელს „ბირმინგემიდან“ 25 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა დორტმუნდელთა რიგებში, ყველანაირი რესურსი გააჩნია, რომ ლუკა მოდრიჩის სრულფასოვანი შემცვლელი გახდეს. შესაბამისად, მადრიდელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჯუდი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ათამაშონ.
მუნდიალის პაუზამდე ბელინგემის ბურთაობა მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ამ ეტაპისათვის, შუახაზელი 9 გოლსა და 3 ასისტს მოითვლის. ამასთანავე, ბუნდეს ლიგის მასშტაბით საუკეთესოა რიგ კომპონენტებში (მოგებული დუელები, წარმატებული ვარდნები და ა.შ.).
Bild-ის ცნობით, ბელინგემის სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ ევრომდე მერყეობს.
- 17 ნოემბერი 2022
- 655
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.