ისტორია - ქართველების თამაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“
გამომდინარე იქედან, რომ საკლუბო ფეხბურთი გარკვეული პერიოდით (მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) დაპაუზებულია, პერიოდულად ვეცდებით, სამეფო კლუბის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბოთ.
1982 წელს, ესპანეთში 1 თვიან შეკრებაზე იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრები, რომელსაც 12 წლიანი პაუზის შემდეგ, ზაფხულში მონაწილეობა უნდა მიეღო მსოფლიოს ჩემპიონატზე.
11 თებერვალს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაიგეგმა „რეალისა“ და სსრკ-ის გუნდის ამხანაგური შეხვედრა. აღნიშნულ ღონისძიებას 50 ათასი გულშემატკივარი დაესწრო და საკმაოდ აქტიურად გაშუქდა პრესაში. როგორც იწერება, ადგილობრივი ქომაგები აპლოდისმენტებით დახვდნენ მეტოქე გუნდს.
აღსანიშნავი და საგულისხმოა, რომ საბჭორა კავშირს ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძე კაპიტნობდა. მასთან ერთად სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს ასპარეზობა ვიტალი დარასელიამ და დავით ყიფიანმა, ხოლო მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოვიდნენ თენგიზ სულაქველიძე და რამაზ შენგელია.
სამეფო კლუბის ფეხბურთელები 2 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა მატჩის მიწურულს, სტუმრებმა მოახერხეს წონასწრობის აღდგენა და საბოლოოდ ტაბლოზე 2-2 დაფიქსირდა.
„რეალის“ შემადგენლობა: მარიანო გარსია რემონი (კ), ხუანიტო, ხოსე ანტონიო სალგერო, ანდრეს საბიდო, ისიდრო, ანხელი, ნავახას ანტონიო გარსია (ხოსე მანუელ ესპინოსა, 46), ხუან ანტონიო კარსელენი, ფრანცისკო პინედა (რიკარდო ალვარესი, 79), პაკო და ანხელ ოიოსი (მიჩელი, 65).
მწვრთნელი: ვუადინ ბოშკოვი
სსრკ ნაკრების შემადგენლობა: დასაევი, იური სუსლოპაროვი (ხორენ ოგანესიანი, 72), ალექსანდრე ჩივაძე (კ), სერგერი ბალტაჩა, ანატოლი დემიანენკო, ლეონიდ ბურიაკი, სერგეი ანდრეევი (რამაზ შენგელია, 46), ვიტალი დარასელია (თენგიზ სულაქველიძე, 46), იური გავრილოვი, დავით ყიფიანი (ვლადიმირ ბესონოვი, 46) და ოლეგ ბლოხინი.
მწვრთნელი: კონსტანტინ ბესკოვი
გოლები: ოიოსი (55), პაკო (67), გავრილოვი (85) და ბურიაკი (87).
- 17 ნოემბერი 2022
- 851
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.