ისტორია - ხაიმე ლასკანოს შედეგი კვლავ განუმეორებელია
გამომდინარე იქედან, რომ საკლუბო ფეხბურთი გარკვეული პერიოდით (მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე) დაპაუზებულია, პერიოდულად ვეცდებით, სამეფო კლუბის ისტორიიდან საინტერესო ფაქტების შესახებ გიამბოთ.
1929 წლის თებერვალში ესპანეთის ჩემპიონატი დაარსდა და შესაბამისად სტარტიც აიღო. „რეალი“ პირველი მეტოქე ახალ ტურნირზე ბარსელონური „ევროპა“ გამოდგა, რომელსაც 5 უპასუხო გოლი გაუტანა.
კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პაექრობის გმირად ხაიმე ლასკანო მოევლინა გულშემატკივრებს. ის ჩემპიონატის დაწყებამდე „რეალმა“ „ოსასუნადან“ გადაიბირა 6000 პესოს სანაცვლოდ.
რა თქმა უნდა, ტრანსფერის ფუძემდებელი დონ სანტიაგო ბერნაბეუ იყო, რომელიც შემდეგ იხსენებდა: „ლასკანომ მყისვე მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, თუმცა იმედების ვერ გამართლების შემთხვევაში, პირადი სახსრებით მომიწევდა კლუბის ბიუჯეტში გადახდილი თანხის დაბრუნება...“
ლასკანომ „ბლანკოსის“ სადებიუტო შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა, რაც დღემდე განუმეორებელი შედეგია კლუბში. მან ოთხივე შედეგიანი დარტყმა მეორე ტაიმში განახორციელა (50-ე, 59-ე, 75-ე და 83-ე წუთებზე). ამასთანავე, ხაიმემ ჩაიწერა აქტივში „რეალის“ პირველი გოლი ესპანეთის პირველობაზე.
ხაიმე ლასკანო მადრიდელების ღირსებას 1928-1935 წლებში იცავდა. საერთო ჯამში მან 147 ოფიციალურ შეხვედრასა და 82 შედეგიან დარტყმას მოუყარა თავი. მან გუნდის რიგებში 10 ტიტულის დაბევებაც მოახერხა (2 გზის ესპანეთის ჩემპიონი, 1 გზის ესპანეთის თასის მფლობელი და 7 გზის რეგიონალური ჩემპიონატის გამარჯვებული).
ჩვენი თხოვნაა, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ ჩვენს ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით...
- 16 ნოემბერი 2022
- 647
- 4