კამავინგას ქომაგები დაუპირისპირდნენ
L’Équipe-ს ინფორმაციით, ედუარდო კამავინგამ სოციალური ქსელის მეშვეობით უამრავი რასისტული შეტყობინება მიიღო.
საქმე იმაშია, რომ გულშემატკივრები სწორედ „რეალის“ ნახევარმცველს აბრალებენ კრისტოფერ ნკუნკუს დამტვრევას. „ლაიპციგის“ ფორვარდმა ნაკრების ვარჯიშზე სწორედ ედისთან ორთაბრძოლის დროს მიიღო დაზიანება, რის გამოც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.
კამავინგა „მამლების“ სამუნდიალე განაცხადის ყველაზე ახალგაზრდა წევრია.
- 16 ნოემბერი 2022
- 894
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.