მენდის საქმე უცნაურია
დიდიე დეშამმა „რეალის“ მარცხენა მცველი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ფერლან მენდი „ბლანკოსის“ სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად ასპარეზობს (21-დან 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა) და მის კვალიფიკაციაშიც ეჭვის შეტანა უადგილოა, „მამლების“ თავკაცმა აქცენტი სხვა ფეხბურთელზე გააკეთა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, განაპირა მოთამაშე სათამაშო წუთებს ნამდვილად არ უჩივის ანჩელოტის გუნდში, თუმცა საერთო ჯამში მის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საკმაოდ უცნაურია. მენდის 2025 წლის 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ და ამ დრომდე, მისთვის არავის შეუთავაზებია ხელშეკრულების განახლება. მაშინ, როდესაც ბოლო 2 ზაფხულის განმავლობაში, 11-მა ფეხბურთელმა მოაწერა ხელი შესაბამის დოკუმენტს და მათ შორის იყვნენ მილიტაო და როდრიგო, რომლებსაც ფრანგის მსგავსად, 3 წელში ეწურებოდათ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყოფნის ვადა.
აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ფერლანის მომავალი მადრიდულ გრანდში გაურკვეველია.
- 16 ნოემბერი 2022
- 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.