მეორე ვინისიუსის „აფეთქება“
მიმდინარე სეზონში „რეალ მადრიდ კასტილია“ საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. 11 ტურის თავზე, რაულის შეგირდები მე-5 პოზიციას იკავებენ (21 ქულით) და მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „კორდობას.“
„ელ კაპიტანოს“ გუნდის წარმატებული სვლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, არიბასთან, რაფა მარინთან და ალვარო როდრიგესთან ერთად, მარჯვენაფლანგელი ვინისიუს ტობიასია, რომელიც ოკუპანტ რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, „რეალმა“ იჯარის წესით წამოიყვანა „შახტარიდან.“
წლეულს, ბრაზილიელმა მომათამაშემ „კასტილიას“ 11-ვე დაპირისპირება სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. მან 3-ჯერ იასპარეზა „უეფას“ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც (რეალ მადრიდ Juvenil A-ს რიგებში). ბოლო პერიოდში მან საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უკვე დაიწყეს ფიქრი სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
ტობიასს დონეცკურ კლუბთან 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს დაკავშირებული მომავალი და მადრიდში უნდა გადაწყვიტონ, მომავალ ზაფხულს დააბრუნებენ მას ისევ უკრაინაში, თუ 8 მლნ. ევროს სანაცვლოდ გამოისყიდიან ტრანსფერს.
გამომდინარე იქედან, რომ როდრიგომ, მილიტაომ და ვინისიუს ჯუნიორმა ესპანეთის მოქალაქეობა მიიღეს, ტობიასს, როგორც არაევროკავშირი წევრი ქვეყნის პასპორტის მქონეს, „რეალის“ მთავარი გუნდის რიგებში ჩარიცხვის პრობლემა არ ექნება.
- 16 ნოემბერი 2022
- 860
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.