რუდიგერის დიდებული გადაწყვეტილება!
ანტონიო რუდიგერმა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დიდებული გადაწყვეტილება მიიღო.
„რეალის“ ფეხბურთელმა სიერა-ლეონეში (სადაც დაიბადა ტონის დედა) 11 ბავშვს რთული ოპერაცია დაუფინანსა. მათ დაბადებიდან აწუხებდათ ქვედა კიდურთან დაკავშირებული პრობლემი და უსახსრობის გამო, ვერ ახერხებდნენ სათანადო მკურნალობის მიღებას.
აღსანიშნავია, რომ რუდიგერმა საქველმოქმედო საქმიანობისათვის ის თანხა გამოჰყო, რომელსაც, დაახლოებით, ყატარის მუნდიალზე ასპარეზობისათვის მიიღებს ჰონორარის სახით.
- 16 ნოემბერი 2022
- 977
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.