„რეალი“ ბრაჰიმის სანაცვლოდ 22 მილიონს ითხოვს!
იტალიური „მილანი“ უკვე ღიად აცხადებს, რომ ბრაჰიმ დიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა სურს...
თავის მხრივ, მადრიდული გრანდი თანახმაა ესპანელი ფეხბურთელი სერია A-ში დატოვოს, მაგრამ ამიშთვის „შავ-წითლებმა“ 22 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.
„მარკას“ ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მილანის“ ხელმძღვანელობა ესპანეთის დედაქალაქს ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს.
სამეფო კლუბში ფასის შემცირებაზე არ ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ 22 მილიონი ევრო სრულად არც კი ასახავს იმ შესაძლებლობებს, რაც ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს აქვს.
- 15 ნოემბერი 2022
- 574
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.