„რეალს“ ნკუნკუ ძალიან მოსწონს
„ლაიფციგის“ წინახაზელი ნკუნკუ მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხვდა. ფაქტია, რომ ახალგაზრდა წინახაზელს არნახული პროგრესი აქვს და არაერთი კლუბის ყურადღებას იპყრობს...
არსებული ინფორმაციით, დეშამის შეგირდს „ჩელსისთან„ სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, მაგრამ „რეალი“ ამ მოლაპარაკების ჩაშლას აპირებს. პერესი მიიჩნევს, რომ ფრანგის უნივერსალობა ბრწყინვალედ ჯდება „ბლანკოსის“ სტილში. ნკუნკუს შეუძლია როგორც ცენტრ-ფორვარდად, ასევე ფლანგზე თამაში.
არსებული ინფორმაციით, მუნდიალის მიმდინარეობის დროს „რეალი“ „ლაიფციგს“ დაუკავშირდება და ტრანსფერის ალბათობას განიხილავს.
- 15 ნოემბერი 2022
- 552
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.