ენდრიკ ფელიპეს ოჯახთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა
მადრიდის „რეალი“ დროს არ კარგავს....
არსებული ინფორმაციით, სამეფო კლუბის წარმომადგენლებმა ენდრიკ ფელიპეს ოჯახთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გამართეს...
ფლორენტინო პერესს სურს, რომ 2023 წლის იანვარში ფეხბურთელთან დაკავშირებით ყველა საკითხი ჰქონდეს შეთანხმებული, სწორედ ამიტომ თადარიგს იჭერს.
არსებული ინფორმაციით, „ბლანკოსი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა. ასევე გათვალისწინებულია საბონუსე სისტემა, რომლის მიხედვითაც, ტრანსფერის გაჩარხვიდან 3 წლის განმავლობაში ლა ლიგაში გარკვეული რაოდენობის მატჩების დაგროვების შემთხვევაში, პერესი დამატებით 5 მილიონს გადაიხდის.
- 14 ნოემბერი 2022
- 1 111
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.