სოლარი „რეალში“ დაბრუნდა
სანტიაგო სოლარი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა.
46 წლის არგენტინელი სამეფო კლუბში საფეხბურთო დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რეგულარული კომუნიკაცია ექნება კარლო ანჩელოტისთან და აქტიურად იქნება ჩართული „ბლანკოსის“ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როგორც იცით, სოლარი 2018/19 წლების სეზონში „რეალის“ მწვრთნელის პოსტიც ეკავა. მან გუნდიდან გაშვებული ლოპეტეგი შეცვალა, ხოლო შემდეგ კი ზიდანს გადაულოცა საქმიანობა.
მანამდე კი სანტიაგო ფეხბურთელის რანგშიც მოღვაწეობდა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ 5 სეზონის განმავლობაში სამხრეთ ამერიკელმა ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის (ორჯერ), კონტინენთაშორის თასის, ესპანეთის სუპერ თასისა (ორჯერ) და ევროპის სუპერ თასის მოგება მოახერხა.
სოლარი „რეალისა“ და „კადისის“ შეხვედრასაც ადევნებდა თვალს სტადიონის საპრეზიდენტო ბოქსიდან.
- 13 ნოემბერი 2022
- 1 666
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.