„რეალის“ რადარზე 16 წლის ფეხბურთელი გამოჩნდა
როგორც ყოველთვის, სამეფო კლუბი ახალგაზრდა ტალანტების ძიებაშია.
Marca-ს ცნობით, ამჟამად, „რეალის“ ყურადღება 16 წლის არგენტინელმა თავდამსხმელა მიიპყრო. ჯანლუკა პრესტიანი „ველესის“ რიგებში ირიცხება და კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია (16 წლის და 3 თვის). ის გამოირჩევა შესანიშნავი დრიბლინგით და ამ ასპექტში მესისაც ხშირად ადარებენ.
პრესტიანის ბურთაობით „ბარსელონა,“ „ჩელსი“ და „მილანიც“ არიან დაინტერესებულნი. მისი საფეხბურთო წარმომადგენელია როლანდო ზარატე, რომელიც წლების წინ სწორედ სამეფო კლუბის ღირსებას იცავდა.
- 13 ნოემბერი 2022
- 1 104
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.