ბენზემა: „ჯერ მას არ მოულოცავს ჩემთვის „ოქროს ბურთი““
კარიმ ბენზემამ Téléfoot-თან ჩაწერა ინტერვიუ.
„არ მინდოდა საფეხბურთო კარიერის დასრულება მანამდე, სანამ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული არ გავხდებოდი. ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის. ვიცოდი, რომ ჩემი შესაძლებლობებისა და ამბიციის ხარჯზე ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოვიგებდი აღნიშნულ ჯილდოს. ბოლო 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვირჯებოდი ამისათვის.“
„ამ ეტაპისათვის კრიშტიანუ რონალდუს არ დაურეკავს და არ მოულოცია ჩემთვის „ოქროს ბურთი.““
„ახლა თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა მცირე ტკივილები მაწუხებდა. ეს ნორმალურია, როდესაც ამ რაოდენობის მატჩში იღებ მონაწილეობას. ცხადია, თავს ძალიან ვუფრთხილდები და მუნდიალისთვის ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები. არანაირი პრობლემა არ არსებობს.“
„რა თქმა უნდა, დისკომფორტის თანხლებითაც შეიძლება თამაში, მაგრამ როდესაც მოედანზე გავდივარ, მინდა, რომ 100 პროცენტით მზად ვიყო.“
„ჩვენ მოგვწონს ფეხბურთი, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ რობოტები არ ვართ. ფაქტობრივად, ყოველ 3 დღეში გვიწევს ასპარეზობა და შესაბამისად, სათანადო კონდიციებში ყოფნა მოგვეთხოვება. ამის ფონზე ტრავმები ნორმალურია.“
„მოუთმენლად ველოდები მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას. ყველამ კარგად ვიცით ამ ტურნირის მნიშვნელობა.“
„ფრანგი ხალხიც ეგრე ფიქრობს, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ. ამას ვერ გავექცევით. გადახედეთ ნაკრების შემადგენლობას.“
„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მეტოქეებს და ამასთანავე ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჯგუფურ ეტაპზე სამივე პაექრობა მოვიგოთ.“
„მომავალი ტურნირი კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის ვაჩვენო, თუ რატომ მივიღე „ოქროს ბურთი.““
- 13 ნოემბერი 2022
- 10 802
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.