რუდიგერი:„„ბარსას“ უარი ვუთხარი, რადგან ჩემთვის მთავარი „რეალი“ იყო“
ანტონიო რუდიგერმა მადრიდის „რეალში“ მიმდინარე სიტუაციასა და პირად გეგმებზე ისაუბრა. გერმანელმა მცველმა ბევრ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი...
„„ბარსელონას“ ჩემი დამატება სურდა, მაგრამ ამ ვარიანტს არ განვიხილავდი. ჩემი ოცნება „რეალში“ მოხვედრა იყო და დღეს აქ ვარ. კატალონიელებს მაშინვე უარი ვუთხარი.“
„პრემიერლიგა? სანამ ინგლისში მოვხვდებოდი, ამ ტურნირზე ასპარეზობა ძალიან მსურდა, „რეალში“ ასპარეზობაზე კი ფიქრიც მიჭირდა.“
„რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ განხილვას მხოლოდ „ჩელსიში“ დარჩენა და „ბლანკოსში“ გადასვლა დავუქვემდებარე.“
„დიახ, „ბარსამ“ ჩემს კარზე დააკაკუნა, მაგრამ როდესაც დავფიქრდი, რომ ბენზემასთან, მოდრიჩთან და კროოსთან ერთად თამაშის საშუალება მექნებოდა, გადაწყვეტილება მარტივად მივიღე.“
„კეპლერ პეპე ჩემთვის საუკეთესო მცველია. ზოგადად მივიჩნევ, რომ ის 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ცენტრალურ მცველს შორის არის.“
„მიყვარს იტალიელი მწვრთნელები, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტი განსხვავებულია, ის სულ სხვაგვარად აზროვნებს.“
„ანტონიო კონტე და ლუჩიანო სპალეტი საკმაოდ ხისტი ტიპის სპეციალისტები არიან. იგივეს თქმა შემიძლია მაურისიო სარიზეც. კარლოს სიმშვიდე კი ნამდვილად უნდა აღინიშნოს.“
„რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში მიხარია, მაგრამ როდესაც გუნდს სჭირდება, დაცვის მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობაც შემიძლია.“
„ჩემი თანაგუნდელები ალაბა, მილიტაო და ნაჩო არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ „რეალს“ დაცვაში დიდი რესურსი აქვს.“
„მილიტაო მადრიდში ძალიან ახალგაზრდა მოხვდა. ფაქტია, რომ ბრაზილიელი წლიდან წლამდე უმატებს და ასე გაგრძელდება მომდევნო სეზონებში. ეჭვი არ მეპარება, უკანახაზელი „მერენგების“ მაისურს კიდევ ბევრჯერ მოირგებს.“
„ალაბა? მისი გამოცდილება და მოგებული ტიტულები ყველაფერზე მეტყველებს. ის ნამდვილი ლიდერია. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში დიდი ხანი არ თამაშობს, ის ქომაგებს ძალიან უყვართ.“
„ცოტას ვთამაშობ? ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს ვთამაშობ (იცინის). რა თქმა უნდა მეტი დროის მიღება მსურს, მაგრამ მე პატივს ვცემ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც შარშან ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.“
„ჩემი მიზნები? რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგება. ძალიან მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართო.“
„კარიერის „რეალში“ დასრულება? მეგობარო, შენ უკვე კარიერას მასრულებინებ? (იცინის). თუ 37 წლის ასაკშიც მოწოდების სიმაღლეზე ვიდგები და მოდრიჩივით ვითამაშებ, ამაზე შემდეგ ვიფიქრებ.“
„სასწორზე 6 ტიტული დევს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გასამარჯვებლად.“
„წაგება ჩემს „დნმ“-ში არ შედის. ჩემთვის სიჯიუტე ყოველთვის გამარჯვებას უკავშირდება.“
„ის, რასაც ლუკიტა 37 წლის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო კლუბში აკეთებს ნორმალური არ არის. სწორედ ამიტომ ხორვატი განსხვავებული ფეხბურთელია.“
„„შახტართან“ გატანილი გოლი? ხალხის მცირე ნაწილი მიხვდა, რომ „რეალის“ გამო ყველაფერს დავთმობ, დანარჩენი წარმატებები კი წინაა.“
- 13 ნოემბერი 2022
- 2 523
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.