„რეალის“ მწვრთნელის პოსტზე ანჩელოტის ჟოზე მოურინიო შეცვლის?
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი გრძელვადიან პერსპექტივაში გუნდის მთავარი მწვრთნელის საკითხსაც განიხილავს...
მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, კარლო ანჩელოტი „მერენგების“ რიგებში 2024 წლამდე უნდა დარჩეს, თუმცა არავინ იცის რა როგორ განვითარდება.
მიმდინარე სეზონის ბოლოს, მხარეები დაფიქსირებულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს შეაფასებენ, რის შემდეგაც გადაწყდება, იტალიელი სპეციალისტის პერსპექტივა.
უკვე ცნობილია, რომ „რეალი“ ანჩელოტისტვის ბოლო გუნდია და ლეგენდარული სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერას ასრულებს, თუმცა ვადებზე არავინ საუბრობს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას განიხილავს. არ აქვს მნიშვნელობა კარლო 2023-ში წავა, თუ 2024-ში, პორტუგალიელი სპეციალისტი სამეფო კლუბის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- 12 ნოემბერი 2022
- 3 136
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.