„რეალის“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება - კროოსი და მოდრიჩი!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, დირექტორთა საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ ტონი კროოსთან და ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო...
იანვრის თვეში პრეზიდენტი ორივე ფეხბურთელს შეხვდება და არსებული ხელშეკრულებების კიდევ 1 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს.
ორივე მოთამაშე იმ საკონტრაქტო პირობას მიიღებს, რაც ამჟამად არის მოქმედი. ცვლილება მხოლოდ ვადებს შეეხება.
„რეალში“ მიიჩნევენ, რომ ლუკას ასაკს გადამწყვეტი ფაქტორი არ უნდა მიენიჭოს, ვინაიდან ფეხბურთელი საოცარ ფორმაშია, კროოსისთვის კი კარიერის დასრულება არარელევანტური ნაბიჯი იქნება, სწორედ ამიტომ „ბლანკოსი“ ყველაფერს გააკეთებეს გერმანელის გადასარწმუნებლად.
როგორც სჩანს, 2023 წლის დასაწყისში გუნდის ლეგენდებთან დაკავშირებით ბევრ სიახლეს გავიგებთ.
- 12 ნოემბერი 2022
- 4 739
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.