ანტონიო პინტუსმა 2 გეგმა შეიმუშავა
მაშ ასე, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს პირველ დეკემბრამდე დასვენების საშუალება ექნებათ, შემდეგ კი ფაქტობრივად პრე-სეზონს დაიწყებენ...
ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ანტონიო პინტუსი ამ ეტაპისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მას 2 გეგმა აქვს შემუშავებული. პირველი შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მუნდიალზე ვერ მოხვდნენ და პირველი დეკემბრიდან ბაზაზე შეიკრიბებიან, ხოლო მეორე იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ და სამეფო კლუბს ეტაპობრივად შეუერტდებიან.
პინტუსს სურს, რომ დეკემბრის ბოლოს უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგეს და საკმაოდ მჭიდრო კალენდარს კარგ კონდიციაში შეხვდეს.
- 12 ნოემბერი 2022
- 633
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.