ჩუამენი: „მბაპესთან საინტერესო საუბარი მქონდა“
ოურელინ ჩუამენმა მადრიდულ კარიერასა და კილიან მბაპესთან ზაფხულში შემდგარ კომუნიკაციაზე ისაუბრა.
„კილიანთან საკმაოდ საინტერესო საუბარი მქონდა. ის მეკითხებოდა, თუ რა გეგმები მქონდა და ანალოგიურად მეც დავინტერესდი მისი მომავლით. უკვე ივნისში იცოდა, რომ რჩებოდა პარიზში და ის და კიმპემბე ჩემს გადაბირებას ცდილობდნენ - „შენ უნდა გადმოხვიდე „პსჟ-ში,““ მაგრამ არჩევანი უკვე დიდი წნის წინ მქონდა გაკეთებული.“
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, მაგრამ ყველა მეგობრები ვერ ვიქნებით, თუმცა საჭიროა ერთმანეთის პატივისცემა და გამარჯვება.“
„გასახდელში რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებიც ფრანგულად საუბრობენ, შესაბამისად, ადაპტაცია მარტივად გავიარე.“
„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ლუკა მოდრიჩისათვის ბურთის ართმევა ძალიან რთულია. თუ შენ ეს წარმატებით მოახერხე მისი კალიბრის მოთამაშესთან, ესეიგი ყველასთან გამოგივა.“
„კაზეს დარჩენის შემთხვევაში ამ რაოდენობის სათამაშო წუთები არ მერგებოდა. რაც არ უნდა იყოს, თუ სათანადო დონეზე არ გამოიყურები, მადრიდში არავინ მოგცემს თავის გამოჩენის საშუალებას. მაშასადამე, თუ ხშირად გამოვდივარ მოედანზე, ესეიგი ყველაფერი კარგად მიდის.“
„სამომავლოდ მინდა ჩემი გვარი ვიხილო „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის. ერთგვარი გამოწვევა მაქვს მამასთან.“
„ეს არის ჩემი ხვედრი. ეს ნიშნავს იმას, რომ თავდაუზოგავად ვმუშაობდი და შანსი მომეცა მადრიდში მეთამაშა. აქ საყურებლად ნამდვილად არ ჩამოვსულვარ. ვაპირებ შეუპოვარ ბრძოლასა და ტიტულების მოგებას.“
MARCA
- 11 ნოემბერი 2022
- 1 241
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.