ანჩელოტი:,,გუნდი პირველ დეკემბრამდე დაისვენებს"
კარლო ანჩელოტიმ „კადისთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„რა თქმა უნდა ვუყურებ მსოფლიო ჩემპიონატს და ვთვლი, რომ მუნდიალი საინტერესო იქნება. ფავორიტი არ არსებობს! გუნდებს თანაბარი შანსები აქვთ. მე იმ ნაკრებებს ვუგულშემატკივრებ, რომლებშიც მადრიდისტები თამაშობენ.“
„კროოსის შესაძლო შემცვლელზე ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ. ფაქტი ის არის, რომ გერმანელმა ძალიან კარგად ისწავლა ორელიან ჩუამენისთან ერთად თამაში და დაცვით ასპექტებში სერიოზულ პროგრესს მიაღწია.“
„როდრიგოს მომენტი საკამათო იყო, ეს ფაქტია, მაგრამ ახლა ნამდვილად ვეღარაფერს შევცვლით.“
„ვინც მადრიდში დარჩება პირველ დეკემბრამდე დაისვენებს, შემდეგ კი ვარჯიშს შეუდგება, დანარჩენი ფეხბურთელები კი გუნდს ეტაპობრივად შემოუერთდებიან. რა თქმა უნდა ზოგიერთი მადრიდისტა მუნდიალს ნაადრევად გამოეთიშება და გუნდში იქნება გამოძახებული.“
„წითელი ბარათები? ლა ლიგის სეზონი საკმაოდ დრამატულად მიმდინარეობს. ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთის ჩემპიონატში განსაკუთრებული უხეშობა ფიქსირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სეზონში ყველაზე მეტი გაძევება სწორედ ლა ლიგაში დაფიქსირდა.“
„ბოლო მატჩებში ვინისიუსმა არაერთი დარტყმა მიიღო, საბედნიეროდ მას დაზიანება არ აღენიშნება და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების ოცნებას აიხდენს.“
„ასენსიო ცოტა დაღლილი იყო, სწორედ ამიტომ მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება არ გავრისკე და ფორმაცია სხვაგვარად ჩამოვაყალიბე.“
„ძალიან მწყინს, რომ მუნდიალის წინ „ბარსელონას“ ლიდერის სტატუსი აქვს, ჩვენ კი 2 ქულაში ჩამოვრჩებით მათ, მაგრამ მერწმუნეთ, სეზონის განახლების შემდეგ „ბლანკოსი“ პირველ ადგილს აუცილებლად დაიბრუნებს და კონკურენტუნარიანი იქნება.“
„მინდორი? ახლა ჩვენ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს იმისთვის, რომ სამუშაოები ჩავატაროთ და ბერნაბეუ განახლებულ სეზონს უმაღლეს კონდიციაში შეხვდეს.“
- 11 ნოემბერი 2022
- 2 570
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.