დასჯიან თუ არა ანჩელოტის 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით?
როგორც იცით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კარლო ანჩელოტისთან დაკავშირებით დისციპლინური პროცესი მიმდინარეობდა.
იტალიელ მწვრთნელს თავისივე სიტყვების გამო უპირებდნენ გასამართლებას, რომელიც მან „ჟირონასთან“ ნამატჩევს განაცხადა - „მოგონილი პენალტი.“ დამრიგებლის აზრით, მოცემულ ეპიზოდში ასენსიოს ბურთი ჯერ მკერდზე შეეხო და შემდეგ ხელზე. აქედან გამომდინარე, მსაჯის გადაწყვეტილება არასწორი იყო.
„მარკას“ ცნობით, „რეალის“ დამრიგებელს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აღარ ემუქრება, ვინაიდან შესაბამისმა კომიტეტმა შეწყვიტა საქმის წარმოება.
- 10 ნოემბერი 2022
- 2 594
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.