„რეალში“ გაბრაზებულნი არიან ბენზემაზე, თუმცა...
როგორც მოსალოდნელი იყო, კარლო ანჩელოტიმ კარიმ ბენზემა „კადისთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.
ბოლო 3 კვირის განმავლობაში, „ოქრო ბურთის“ გამარჯვებულმა მხოლოდ 26 წუთი გაატარა მოედანზე. „ცხრიანის“ ტრავმა სერიოზული არ არის (მას გარკვეული დისკომფორტი აწუხებს კუნთზე), თუმცა ის თავს იზღვევს, რათა არ გაუმიზეზდეს და მუნდიალის გამოტოვება არ მოუწიოს.
RMC Sport „რეალის“ კუალუარებზე დაყრდნობით წერს, რომ ფეხბურთელის ამგვარი ქმედებით გაბრაზებულნი არიან კლუბში, თუმცა ისინი ამასთანავე, გაგებით ეკიდებიან ბენზემას მდგომარეობასა და სურვილს.
ფეხბურთელის გარემოცვის ინფორმაციით, კარიმი ჩემპიონატის დაწყებამდე მოახერხებს სათანადო კონდიციაში ჩადგომას.
- 10 ნოემბერი 2022
- 1 503
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.