ალ-ხელაიფი კვლავ პერესს დაუპირისპირდა
„პსჟ“-ს მფლობელი ნასერ ელ-ხელაიფი შანსს არ უშვებს ხელიდან, ფლორენტინო პერესი რომ არ გააკრიტიკოს.
ამჯერად, არაბი შეიხი „რეალის“ პრეზიდენტის უკანასკნელ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც ესპანელი კვლავ მოწინავე პოზიციაზე აყენებს ევროპის სუპერლიგის იდეას და პარალელს ავლებს ნადალის, ჯოკოვიჩისა და ფედერერის მატჩებთან. მისი თქმით, ხმაურიანი თამაშები არასდროსაა მოსაწყენი.
„თუ ფედერერსა და ნადალზე ვსაუბრობთ, მე როგორც ყოფილ ჩოგბურთელს, არცთუ ისე ცოტა გამოცდილება მაქვს სპორტის ამ სახეობაში. აღვნიშნავ, რაფაელი და როჯერი დიდებული ჩოგბურთელები არიან, თუმცა ამის მიზეზი ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ მათ გამუდმებით ერთმანეთის წინააღმდეგ უწევდათ თამაში.“
„ისინი ყოველთვოს თავდაუზოგავად მუშაობდნენ. მათთვის თითოეული მატჩი მნიშვნელოვანი იყო, განურჩევლად მეტოქისა და რეიტინგისა. მათ არასდროს მოუთხოვიათ ტურნირების დახურვა და მასში მხოლოდ ტოპ მოთამაშეების მონაწილეობა. გთხოვთ, არ არის საჭირო ხმაურიანი სახელების გამოყენება წარუმატებლობის გადასაფარად.“
- 10 ნოემბერი 2022
- 1 095
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.