რუდიგერი მუნდიალზე იასპარეზებს
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადი დაასახელა.
ცხადია, თანამემამულეებთან ერთად ყატარში თავის გამოჩენის საშუალება ანტონიო რუდიგერსაც მიეცემა, ხოლო ტრავმის გამო, მარკო როისი და ტიმო ვერნერი ვერ დაეხმარებიან ბუნდეს ნაკრებს.
მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (აინტრახტი)
მცველები: არმელ ბელა-კოჩაპი (საუთჰემტონი), მატიას გინტერი (ფრაიბურგი), კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი), ტილო კერერი (ფულემი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიპციგი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ნიკლას სულე (დორტმუნდი).
ნახევარმცველები/შემტევები: კარიმ ადეიემი (დორტმუნდი), იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), ნიკლას ფულკრუგი (ვერდერი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), მარიო გიოტცე (აინტრახტი), ილკაი გუნდოგანი (სიტი), კაი ჰავერცი (ჩელსი) იონას ჰოფმანი (გლადბახი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), იუსუფა მუკოკო (დორტმუნდი) თომას მიულერი (ბაიერნი), ლეროი სანე (ბაიერნი).
გერმანელები E ჯგუფში იასპარეზებენ, ესპანელებთან კოსტა-რიკელებთან და იაპონელებთან ერთად.
რაც შეეხება ტონი კროოსს, ის ტელევიზიით მიადევნებს თვალს მუნდიალს, ვინაიდან განვლილი ვეროპის ჩემპიონატის შემდეგ, მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.
- 10 ნოემბერი 2022
- 321
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.