80 დღე „სანტიაგო ბერნაბეუს“ გარეშე
მიმდინარე ტურის შეხვედრების დასრულებისთანავე, პრიმერა დივიზიონში პაუზა დაისადგურებს და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ყატარისკენ იქნება მიმართული, სადაც 20-ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე მუნდიალი ჩატარდება.
სანაკრებო შესვენებამდე „რეალის“ უკანასკნელი მეტოქე „კადისი“ იქნება. აღნიშნულ დაპირისპირება, რომელსაც „სანტიაგო ბერნაბეუ“ უმასპინძლებს, განსაკუთრებული უნდა გამოდგეს მადრიდისტებისათვის, ვინაიდან ისინი მომდევნო 80 დღის განმავლობაში საშინაო კედლებში საყვარელი მოთამაშეების ბურთაობას ვეღარ მიადევნებენ თვალ-ყურს.
საქმე იმაშია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ბლანკოსი“ მხოლოდ 29 იანვარს დაბრუნდება ლეგენდარულ „ჩამარტინზე“ („რეალ სოსიედადთან“ მატჩით). მანამდე, ანჩელოტის შეგირდები 3 გასვლით პაექრობაში იასპარეზებენ (30-31 დეკემბერს „ვალიადოლიდთან,“ 7-8 იანვარს „ვილიარეალთან“ და 21-22 იანვარს „ატლეტიკთან“). შუალედში „თეთრები“ ესპანეთის სუპერ თასზეც მიიღებენ მონაწილეობას. ეს ტურნირი 11 იანვარს, საუდის არაბეთში აიღებს სტრატს და ნახევარფინალურ სტადიაზე „რეალს“ „ვალენსიასთან“ მოუწევს ჯახი.
როგორც იცით, ამჟამად „ბერნაბეუს“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და უქმე დღეებს, კლუბი სწორედ სამუშაოებისათვის გამოიყენებს. წინასწარი ინფორმაციით, განახლებული სტადიონის გახსნა 2023 წლის ზაფხულში არის დაგეგმილი.
AS
- 10 ნოემბერი 2022
- 560
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.